ჯაბა კანკავა მაგარია! - "დნიპროს" ფანებმა საუკეთესოდ ქართველი აღიარეს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" კიევის "არსენალი" მიიღო და დამაჯერებლად - ანგარიშით 3:0 მოუგო.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში "დნიპროს" ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე კი შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ.

დნეპროპეტროვსკელთა ქომაგებმა გამოკითხვა ჩაატარეს და თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელთა გარჯა ბალებით შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ "არსენალთან" მატჩში საუკეთესოდ ჯაბა კანკავა დასახელდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-ბალიანი სისტემით 7,5 ბალი მიიღო. ასეთი მაღალი შეფასება მხოლოდ "დნიპროს" კიდევ ერთ ნახევარმცველს - ჯულიანს ჰქონდა.

"ჯაბა კანკავა
- მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელია, მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე...",
- ვკითხულობთ "დნიპროს" გულშემატკივართა საიტზე.

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონის პირველი ოფიციალური გოლი ახალ სეზონში [VIDEO]
ქართველები უკრაინის ტოპ-სიაში: უშიშარი დაუშვილი და ნაღდი ქართველი კანკავა
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ფეხბურთელი ხომ კარგია და როგორც პიროვნება კიდევ უკეთესი
nukri
21:18 16-07-2013
0
ერტადერტი სტაბილური ფეხბურტელი ნაკრებსჰი
mancho
13:40 16-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული