ლევან აკობია: სომხეთში ვარ და "ალაშკერტისგან" პასუხს დღე-დღეზე ველოდები

AutoSharing Option
ლევან აკობიამ "ზუგდიდი" დატოვა და უგუნდოდ დიდხანს იყო. გუნდის ყოფილი ვიცე-კაპიტანი ქართული კლუბების შემოთავაზებას ელოდა.

მაგრამ სანამ დაინტერესებული გუნდები გაარკვევდნენ, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებდნენ თუ არა, დროის დაკარგვას ისევ სომხეთში წასვლა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ აკობია სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერლიგელი "ულისეს" ღირსებას იცავდა.

"ახლა სომხეთში ვარ, "ალაშკერტმა" მიმიწვია, რომელიც პრემიერლიგაში წლეულს გადავიდა.

არ ვიცი, ჩემი თავი ვინ შესთავაზა, მაგრამ გუნდის მწვრთნელი და გუნდის უფროსი დამიკავშირდნენ და ჩასვლა შემომთავაზეს, გვჭირდები და კონტრაქტი გააფორმე, ოღონდ პირობებზე პრეზიდენტს თავად დაელაპარაკეო.

დავილაპარაკეთ და თავიდან
ბევრი ვერაფერი შემომთავაზა, რაზეც ჩემი პირობები წავუყენე და ხვალ-ზეგ პასუხს მეტყვიან. და თუ ჩემი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, აქ დარჩენას რა აზრი აქვს?!"
- ამბობს აკობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუფორმე ლევონ, გაუფორმე! :DDD
0
საღოლ, ლევან-ჯან! :))))
kitxva
14:56 27-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული