დნიპროელი გატუზო: შარშანდელი სეზონიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ

AutoSharing Option
"დნიპროს" ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე "დნიპროელ გატუზოდ" არის მოხსენიებული, მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

"არ ვიცი, ზოგიერთი სპეციალისტი რატომ ამბობს, რომ "დნიპროს", რომელმაც სეზონი წარმატებით დაიწყო, სეზონის შემოდგომის ნაწილისთვის ძალა არ ეყოფა.

თავს კარგად ვგრძნობთ, ნორმალურად დავრბივართ, გააზრებულად ვმოქმედებთ, კიდევ რა არის საჭირო?

რამდენად გვეყოფა ძალა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ფეხბურთი თამაშია, რომელიც ყოველთვის არ მთავრდება ლოგიკურად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რაც შეეხება ჩვენს გამოსვლას გაზაფხულის ნაწილში, ამაში დამნაშავენი
მხოლოდ ჩვენ ვართ.

დარწმუნებული ვარ, ის ნეგატიური გამოცდილება გამოგვადგება.
იმ დროიდან შესაბამისი დასკვნები უკვე გამოვიტანეთ",
- თქვა კანკავამ გაზეთ "კომანდასთან" ინტერვიუში.

მომზადებულია footballnews.com.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გატუზო არა დავიდსი :DDDDDDD
maqsime mesxi
16:48 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული