ჯანო ანანიძე "ტომთან" საგოლე პასით გამოირჩა

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის III ტურის მატჩში ჯანო ანანიძის "როსტოვმა" შინ 3:0 გაანადგურა "ტომი".

სეზონში პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ასევე სპარტაკელ არტიომ ძიუბას შეუერთდა.

ძიუბა შესანიშნავ ფორმაშია - სამივე გოლი მის ანგარიშზეა. მეორე გოლი, ფორვარდმა ქართველის კარგი პასის შემდეგ გაიტანა, ჯანომ შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე და ძიუბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც მეორე ცდაზე მოუგო მეკარეს დუელი.

ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს. "როსტოვს" 7 ქულა აქვს სამი ტურის შემდეგ.

"ჩემპიონატმა" ანანიძეს "ტომთან" შეხვედრაში 6,5 ბალი დაუწერა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაა. მეტი
მხოლოდ ძიუბას (8) დაუწერეს.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძე "როსტოვშიც" სათადარიგოთა სკამზეა
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბა.............. საგოლე პასად ითვლება ეგეც. რუსებმა ეგრე ჩაუთვალეს. ყოველშემთხვევაში ფაქტი ისაა რომ ჯანოს კარგი თამაშის შემდეგ გავიდა ეგ გოლი. შენ თუ არ გაგიხარდა კიდევ ეგ სხვა ამბავია.
nika
01:23 29-07-2013
0
ვუყურე მე მაგ თამაშს და არ იყო ეგ საგოლე პასი ნუ გიყვართ ყველაფრის გამუქება
saba
20:42 28-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული