"მეტალისტის" მწვრთნელი: თარგამაძე და ოქრიაშვილი "ილიჩევეცის" ლიდერები არიან

AutoSharing Option
"მეტალისტის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ბურიაკმა მარიუპოლის "ილიჩევეცთან" (2:0) უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ "ილიჩევეცში" ორი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე თამაშობენ, რომლებმაც "მეტალისტთან" მატჩი სრულად ჩაატარეს.

"მეტალისტმა" და "ილიჩევეცმა"კარგი ფეხბურთი აჩვენეს.

ჩემი აზრით, ეს შეხვედრა მარიუპოლის გუნდითსვის ამ ბოლო დროის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმს ეხება. ბიჭები თავს კარგად იცავდნენ და სახიფათო კონტრშეტევები ჰქონდათ.

ჩემი აზრით, მოგება "მეტალისტის" რამდენიმე ფეხბურთელის სხვებთან შედარებით უფრო მაღალმა დონემ განაპირობა.

თუმცა ეს დანაკლისი, ნიკოლაიმ
პავლოვის გუნდმა დიდი მობილიზებითა და შეტევის სურვილით აღმოფხვრა.

"ილიჩევეცის" რიგებში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. ისინი გუნდის ნამდვილი ლიდერები არიან",
- თქვა ბურიაკმა.

მომზადებულია sport-express.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: დვალიშვილის გოლი, ანანიძე სასტარტოში და ყენიას დებიუტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქრი შენ მაგას ძალიან არ აყვე იცოდე, თარგამაძეს, რეჟიმი და შრომა არ დაივიწყო!
9giorgi
04:00 01-08-2013
0
მეტალისტის მწვრტნელი ბურიაკი არ არის,მარკევიჩია
Zura
21:14 29-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული