ლადო დვალიშვილმა "ლეგია" ჩემპიონთა ლიგაზე მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილმა 68-ე წუთზე გატანილი გოლით ვარშავის "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვა.

მანამდე ჩიმა ჩუკვუს გოლით მასპინძელი, ნორვეგიული "მიოლდე" 1:0-ს იგებდა.

ლადოს მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ექვს წუთში ნორვეგიელმა გულბრანსენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სკანდინავიელები ათი კაცით დარჩნენ. ...თუმცა შედეგი ვერც პოლონელთა იერიშებს მოჰყვა და ვერც ნორვეგიელთა "ჩხვლეტებს" - 1:1.

საპასუხო მატჩი მომდევნო კვირაში პოლონეთში გაიმართება. ეს გახლავთ ბოლოსწინა ეტაპი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: დვალიშვილის გოლი, ანანიძე სასტარტოში და ყენიას
დებიუტი [VIDEO]

ლადო დვალიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატშიც გაიტანა [VIDEO]
ლადო დვალიშვილის გოლმა "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ოფსაიდი რაღაა მაშინ, ვერ გავიგე :))
zura
14:25 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული