საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ ცსკა-ს შესანიშნავი გოლი გაუტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ სამი კაცი მოიშორა შემდეგ კი მეტოქე გუნდის მცველი საჯარიმოში "აფორთხიალა" და 67-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1.
კაჭარავა მოედანზე მატჩის 52-ე წუთზე შევიდა, ხოლო საბა კვერკველია 46-ე წუთზე შეცვალეს.
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.