ჯაბა ლიპარტია უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "უა ფუტბოლმა" გამოაქვეყნა უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლური ნაკრები.

ამ ტურში ქართველი ლეგიონერებიდან თავი ორმა გამოიჩინა: "ილიჩივეცის" შემტევმა ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ გოლი გაიტანა, ხოლო "ზორიას" ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა.

სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ეს უკანასკნელი მოხვდა:

"ქართველი ლეგიონერი ვერცხლის მედალოსნებთან მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. სწორედ მისი დამსახურებაცაა, რომ ლუგანსკის "ზორია" 4 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

ჯაბა "მეტალისტთან" მატჩში ბევრს მოძრაობდა, პოზიციებს იცვლიდა. გახდა საგოლე პასის ავტორი, არადა შესანიშნავი შეტევის დაგვირგვინება თავადაც შეეძლო"
, - წერს "უა
ფუტბოლი".

ასევე იხილეთ:
ჯაბა ლიპარტია: საგანგაშო არაფერია, სეზონს "ზარიაში" ჩავამთავრებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული