ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას "ალანიაში" თამაშის ნება დართეს

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიამ" სეზონის განაცხადში, სხვებთან ერთად, ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა შეიყვანა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ოსურ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის ნება დართეს. "ალანიას" აკრძალვა ფინანსური პრობლემებისა და მისგან გამოწვეული ფეხბურთელთა დავალიანებების გამო ჰქონდა.

12 აგვისტოს "ალანია" რუსეთის პირველი ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ბელგოროდის "სალიუტს" ესტუმრება და სავარაუდოდ, მასში მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელებიც მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ოსურ კლუბში მარცვალაძე და ხოჯავა სეზონის წინ, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" გადავიდნენ.

ასევე იხილეთ:
ვლადიმირ გაზაევი: ოთარ მარცვალაძემ და
გოჩა ხოჯავამ თავი კარგად წარმოაჩინეს

ოთარ მარცვალაძეც ოსეთში - იქნებ ერთხელაც აღმოჩნდეს ცარიელ კართან
გოჩა ხოჯავა: ჩემსა და თემურ ქეცბაიას შორის კვიპროსში მოხდა რაღაც...
გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული