ერედივიზიონის მესამე ტურში "ვიტესი" სტუმრად "როდას" დაუპირისპირდა. ყაზაიშვილმა ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ მეტოქემ გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა ჰოლანდიის ჩემპიონატში. მეორე ტურში ის "ვაილვაიკთან" გამოირჩა.
რაც შეეხება "ვიტესის" სხვა ქართველ ფეხბურთელებს, გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა, გიორგი ჭანტურია კი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა. ყაზაიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს.
ასევე იხილეთ:
ლეგიონი: ექვსი ქართული გოლის ამბავი [VIDEO]