ჯანო ანანიძის აღიარება - "ის ნამდვილი ჯოკერია!"

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსული მედიის ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. "როსტოვსა" და "ვოლგას" შორის ორშაბათს გამართული შეხვედრის (4:0) შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა, არტიომ ძიუბამ თქვა:

"უდავოდ, ის დღის გმირი და "როსტოვის" ნამდვილი ჯოკერია.

ვცდილობდი, მხარი დამეჭირა მისთვის, როცა პირველ თამაშებში გაუჭირდა და ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. ძალიან მიხარია, რომ ამან ნაყოფი გამოიღო და ყველაფერი კალაპოტში დგება.

ჯანოს ნათელი გონება აქვს. ის ყველა თამაშს თავის ეშხს მატებს. საერთოდაც, კარგია, რომ ასეთი მრავალფეროვანი გუნდი გვყავს, შეგვიძლია ისეთი ფეხბურთიც
ვითამაშოთ, როგორიც "ვოლგასთან" გამოგვივიდა - ლაღი, ტექნიკური და შედეგიანი".


ძიუბა "როსტოვის" ფორვარდია. ანანიძესთან ერთად ის "სპარტაკშიც" თამაშობდა და ამიტომაც კარგად უგებენ ერთმანეთს. ძიუბას ერთი გოლიც სწორედ ანანიძის დამსახურებაა - ჯანომ, ისე, რომ ბურთს მიწაზე დაშვება არ აცალა, რბილად დაასვა თავზე პარტნიორს, რომელმაც შეტევა ეფექტურად დააგვირგვინა.

V ტურის (რომლის შემდეგაც "როსტოვი" ერთპიროვნული ლიდერი გახდა) შედეგების მიხედვით, Championat.ru-მ ანანიძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო სიმბოლურ ნაკრებში ძიუბასთან ერთად შეიყვანა.

ამას გარდა, როსტოველთა მხრიდან ეს პატივი მცველ ვიტალი დიაკოვსა და მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩსაც ხვდათ წილად. "სპორტ-ექსპრესმა" კი "როსტოვიდან" მხოლოდ ანანიძე ჩათვალა სიმბოლურის ღირსად.

Championat.ru წერს:
"გოლი და ორი საგოლე გადაცემა - ასეთია ჯანო ანანიძის ძალისხმევის შედეგი "ვოლგასთან" შეხვედრაში. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და, შეიძლება ითქვას, თავისი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი მატჩი ჩაატარა".

"სპორტ-ექსპრესი":
"პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შეუმჩნეველი იყო. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ ის მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა. ჯერ კანგას ნახევრად გასწვრივ გადაცემას შეუცვალა კარისკენ მიმართულება, ხოლო შემდეგ ორი რადიომართვადი(!) გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელებს".

სხვათა შორის, Championat.ru-მ ანანიძის გოლი ტურის ხუთ საუკეთესო "ნაშრომს" შორის "გამოფინა". ასე რომ, ჯანოს მრავალმხრივი აღიარება ჰქონდა და იმედი დავიტოვოთ, ეს იქნება (პირველ რიგში) ფსიქოლოგიური შემობრუნების საწყისი, რასაც სტაბილურობა და უკეთესი შედეგები უნდა მოჰყვეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე რუსეთში ტურის MVP-ად აღიარეს და სიმბოლურში შეიყვანეს [VIDEO]
ჯანო ანანიძემ "ვოლგა" ამოაყირავა - გოლი და 2 საგოლე პასი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ჯანო!!! ასე გააგრძელე, ყველაფერი წინაა.
gizog
13:40 21-08-2013
0
საღოლ ჯანო.. შენი იმედი გვაქვს..
ბევრმა ჩამოწერა აღარ იზდებაო არადა ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა მამა დაეღუპა თან ძირითადში არ ათამაშებდნენ და თვითრწმენა არ ქონდა.. ეხლა ნელნელა ლაგდება ყველაფერი უფლის ნებით..
უნიჭიერესია ესეთი ნათელი გონების ხავბეკი დიდი ხანია არ გვყოლია
messi001
11:43 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული