გოგიტა გოგუამ და ნათან ჟუნიორმა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" მოაგებინეს

AutoSharing Option
23 აგვისტოს, რუსეთის პირველი ლიგის მე-10 ტურში, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" ორენბურგის "გაზოვიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ გორის "დილას" ყოფილი დამრიგებლის, ვალდას ივანაუსკასის გუნდს გამარჯვება სწორედ "დილადან" ხაბაროვსკში გადაბარგებულმა გოგიტა გოგუამ და ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჟუნიორმა მოუტანეს.

ანგარიში ჟუნიორმა 34-ე წუთზე გახსნა, ათ წუთში კი გოლით გოგუა გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სრულად ჩაატარა გიორგი ნავალოვსკიმ.

ეს მიმდინარე სეზონში "სკა-ენერგიასთვის" მეოთხე გამარჯვება იყო. ხაბაროვსკელები სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული