აღსანიშნავია, რომ გორის "დილას" ყოფილი დამრიგებლის, ვალდას ივანაუსკასის გუნდს გამარჯვება სწორედ "დილადან" ხაბაროვსკში გადაბარგებულმა გოგიტა გოგუამ და ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჟუნიორმა მოუტანეს.
ანგარიში ჟუნიორმა 34-ე წუთზე გახსნა, ათ წუთში კი გოლით გოგუა გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სრულად ჩაატარა გიორგი ნავალოვსკიმ.
ეს მიმდინარე სეზონში "სკა-ენერგიასთვის" მეოთხე გამარჯვება იყო. ხაბაროვსკელები სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ.