სანდრო კობახიძე: მეც დავზიანდი, მაგრამ მოედნიდან გასვლა არაფრით მინდოდა

AutoSharing Option
29 აგვისტოს, ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" ესტონურ "კალიუს" აჯობა - 2:0 (პირველი მატჩი 3:1).

ამ შეხვედრაში ხუანდე რამოსმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა, მათ შორის - ჯაბა კანკავაც.

ქართველთაგან ითამაშა სანდრო კობახიძემ, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში 39-ე წუთზე. მეორე ტაიმიდან კი თამაშში ჩაერთო უჩა ლობჟანიძეც, რომელიც ტრავმირებული იყო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



თამაშის შემდეგ კობახიძემ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა:

- სანდრო, თამაშის დასაწყისში უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: მეტოქეს შეეჯახეთ, რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თქვენ როგორ გრძნობდით
თავს?

- დაუნდობელი ბრძოლა იყო და დაზიანება მეც მივიღე, მაგრამ მოედნიდან გასვლა არაფრით მინდოდა. ყველაფერი ნორმალურადაა.

- ფლანგებიდან უამრავი ჩაწოდება გაკეთდა, "დნიპროს" პირველი გოლი კი განსხვავებული სტილის გამოვიდა...
- ძალიან ბევრი ჩაწოდება იყო, რადგან მეტოქე გუნდი მთლიანად დაცვაში იდგა. რაც შეეხება გოლს, ძალიან კარგი პასი ევგენი სელეზნიოვმა მომაწოდა.

- დღეს მოედანზე პირველი წუთებიდან, ძირითადად, ის ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებსაც აქამდე თამაში არცთუ ხშირად უწევდათ. მათ შორის, თქვენც...

- ფსიქოლოგიურად ყოველ წუთს მზად უნდა იყო. მე თავს ნორმალურად ვგრძნობ.

- პირველ ტაიმში "დნიპრო" უჩვეულოდ დუნედ მოქმედებდა. მეორეში გამოასწორეთ თამაში?
- ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. მართალია, ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმშიც კარგად ვთამაშობდით. მეორე ნახევარში საქმე გაგვიიოლდა, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე თავისუფალ ზონებს ტოვებდა.

ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძის გოლი და სამი ქართველი ევროპის ლიგაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული