"სამწუხაროდ, "ურალს" წარუმატებელი სერიის შეწყვეტაში 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გვალიაც ვერ დაეხმარა, რომელმაც კონტრაქტი ჯერ კიდევ აგვისტოში გააფორმა, მაგრამ ვიზას არ აძლევდნენ.
ეკატერინბურგელები საკუთარ არენაზე მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:3 დამარცხდნენ", - წერდა უკრაინული ინტერნეტგაზეთი "ფუტბოლი".
უკრაინელთა ცნობით, ლაშამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, რაც საკმაოდ უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ვენის "რაპიდთან" შეხვედრის შემდეგ ტრავმა აწუხებდა და უთამაშებელს ეგრევე ძირითად შემადგენლობაში ვინ
არადა, პოპულარული რუსული გაზეთის, "სპორტს-ექსპრესისა" და სააგენტო "სოკერვეის" მიერ გამოქვეყნებულ ოქმში გვალიას ხსენებაც არ არის. ამან დაგვაბნია და სიმართლის გასარკვევად თავად ფეხბურთელის ქართული ნომერი ავკრიფეთ.
ჰოი, საოცრებავ - გორის "დილას" ყოფილი ლიდერი თბილისში ყოფილა!
"საიდან მოიტანეს?! დღემდე თბილისში ვარ და რუსეთის ვიზას ველოდები. პრემიერლიგაში თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადები. თუმცა დამაიმედეს, რომ შესაძლოა, ჩემი საკითხი ორ დღეში მოგვარდეს", - გვითხრა გვალიამ.
"ურალის" გულშემატკივრები კი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კითხულობენ - ბოლოს და ბოლოს, აძლევენ თუ არა ქართველს ვიზასო?! აი, ასეთია ცრუ განგაშის ისტორია.
* * *
სამაგიეროდ, ნამდვილად ითამაშა ჯანო ანანიძემ. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის კლუბი "როსტოვი" პერმში "ამკარს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
ჯანომ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
"როგორც იქნა, ანანიძე ასევე "სპარტაკიდან" განათხოვრებულ არტიომ ძიუბას შეუწყვილეს, მაგრამ მოედანზე ასეთი სოლიდური მოთამაშეების ყოფნის მიუხედავად, "როსტოვმა" პირველ ტაიმში ერთი ხეირიანი შეტევაც ვერ განახორციელა.
ერთადერთხელ, საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ძიუბა ისევ ანანიძემ მოძებნა, მაგრამ თავდამსხმელი მცველს ვერ გასცდა", - აღნიშნავს "სპორტს-ექსპრესი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"