პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, სადაც "სეტუბალი" ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" მასპინძლობდა, 21 წლის ქართველმა შემტევმა თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
59-ე წუთზე, როცა "ჟილ ვისენტე" 1:2-ს აგებდა, ებრალიძემ საგოლე პასი გადააწოდა დიეგო ვიანას - 2:2 და "ჟილ ვისენტემ" ქულა გადაარჩინა.
ებრალიძე 79-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 6 თამაშიდან 8 ქულით მე-7 ადგილზეა.
* * *
რუსეთის პრემიერლიგაში "როსტოვმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია გაჭიმა. ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ
ჯანო სასტარტო შემადგენლობაში იყო. მწვრთნელმა ის 73-ე წუთზე შეცვალა. მატჩის მიწურულს არტიომ ძიუბამ პენალტი ვერ გაიტანა და "როსტოვს" მოგების რეალური შანსი დააკარგვინა.
* * *
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" პირველი მატჩი წააგო. ტოსკანური კრებული, რომელიც 35-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა, "აველინოსთან" გასვლით შეხვედრაში 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ 59-ე წუთიდან ითამაშა და 8 წუთში ყვითელი ბარათი იხილა, "ემპოლის" მეორე ქართველი ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოთა შორის იყო.
* * *
ზურაბ ხიზანიშვილი განაცხადში არ ყოფილა ქაისერულ დერბიში, რომელშიც მისი "ქაისერისფორი" I ლიგიდან აღზევებულ "ერჩიესს" დაუზავდა - 1:1.
უკრაინის პრემიერლიგაში "სევასტოპოლი" კიევის "არსენალს" ეწვია და 1:3 დამარცხდა.
სტუმართა მარჯვენა მცველმა მათე ღვინიანიძემ, ვინც თემურ ქეცბაიამ საესპანეთოდ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, შეუცვლელად ითამაშა.
* * *
ლატვიაში "დაუგავასა" და "სკონტოს" (მწვრთნელი თამაზ პერტია) რიგულ-ქართული დერბი "სტუმრის" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
"დაუგავაში" თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი დიაკვნიშვილმა, ისევე, როგორც ირაკლი კლიმიაშვილმა - "სკონტოში". ამავე გუნდში სათადარიგო იყო ლადო დათუნაიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნაღდი ხარ ძმაო და შენს მერე კომენტარი ვინც დაწერა ალბათ ნათესავია და გაუტყდა, მაგრამ ბოღმა ნაღდად არაფერ შუაშია, 100%იანი თქვი.