რუსეთის I დივიზიონის "ქართულ დერბიში" ერთი გოლი გავიდა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის მორიგ ტურში ყურადღებას იპყრობდა მატჩი ხაბაროვსკში, სადაც "სკა ენერგია" ვლადიკავკაზის "ალანიას" მასპინძლობდა. ორივე გუნდში ჩვენებურები თამაშობენ და ერთგვარი ქართული დერბიც გამოვიდა.

მასპინძელთა შორის მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, ხოლო გოგიტა გოგუა ბოლომდე მოედანზე იყო.

იქით მხარეს პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა, შემტევ ოთარ მარცვალაძეს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

რაც შეეხება შედეგს, "ალანიამ" 1:0 მოიგო და მეორე ადგილი შეინარჩუნა, "სკა ენერგია" კი ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და მეხუთე ადგილზეა.

* * *
90
წუთის განმავლობაში მოედანზე იყო საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია, რომლის "მორდოვიამ" შინ 1:0 მოუგო "სალიუტს".

* * *
ნალჩიკის "სპარტაკი", რომელიც გასავარდნ ზონაშია, საკუთარ მოედანზე უგოლო ფრეს დასჯერდა მოსკოვის "ტორპედოსთან".

მასპინძელთა ფორვარდი დავით სირაძე მწვრთნელმა მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.

* * *
"გაზოვიკი"-"ნეფტეხიმიკის" მატჩში არ გამოჩენილა ზურაბ არზიანი, რომელიც ტრავმას მკურნალობს.

* * *
ხორვატიაში თასის 1/16-ფინალის მატჩი გაიმართა ქვედალიგელ "კუსტოსიასა" და სპლიტის "ჰაიდუკს" შორის.

"ჰაიდუკს", სადაც ჩვენებური გიორგი ილურიძე ირიცხება, ბევრი ოფლი არ დაუღვრია - 5:1. ქართველმა შემტევმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული