ირაკლი მესხია "ზესტაფონს" ვერ შეუთანხმდა და უკრაინაში დაბრუნდა

AutoSharing Option
შესაძლებელი იყო, ირაკლი მესხია "ზესტაფონში" ჩარიცხულიყო. უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები მესხია ბოლოს ხარკოვის "მეტალისტში" ირიცხებოდა და მის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

ათდღიანი სინჯების შემდეგ მესხია "ზესტაფონს" კონტრაქტზე დაელაპარაკა და თითქოს საკითხიც გადაწყვეტილი იყო. მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, ხელშეკრულების 1+1 სისტემით გაფორმებაზე, მაგრამ...

რა მოხდა ამის მერე, უცნობია. ტრანსფერის ინიციატორმა, აგენტმა დავით ქარაულმა დაგვიდასტურა, რომ მესხია უკრაინაში დაბრუნდა.

სხვათა შორის, მესხიას აყვანა "გურიასაც" სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ლანჩხუთელთა ფინანსური მდგომარეობის ამბავი იცოდა და უარი თქვა. ამას გარდა, მას საქართველოში მხოლოდ
წამყვან გუნდებში თამაში სურდა და ეს რომ არ გამოვიდა, უკრაინაში დაბრუნება ამჯობინა.

ქარაულის თქმით, 19 წლის თავდამსხმელი, სავარაუდოდ, უკრაინის პირველი ლიგის კლუბში, შეპეტოვკის "ტემპში" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული