ბაქოს "ინტერი" თბილისში მოდის

AutoSharing Option
საკლუბო პირველობებზე ეგრეთ წოდებული სანაკრებო პაუზა იწყება - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩები გაიმართება.

პაუზაა აზერბაიჯანშიც, რითაც ბაქოს "ინტერი" ისარგებლებს და საქართველოში სპარინგების გასამართავად ჩამოვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული "აზერისპორტი" იუწყება.

"აზერისპორტის" ინფორმაციით, კახა ცხადაძის გუნდი თბილისში 7 ოქტომბერს ჩამოვა და აქ შეკრებას გაივლის. სპარინგებზე "ინტერის" მეტოქეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი ქართული კლუბები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ "ინტერში" თამაშობენ ლაშა სალუქვაძე, გიორგი ლომაია, ბაჩანა ცხადაძე და ალექსანდრე იაშვილი.

"ინტერი" აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში 9 ტურის შემდეგ 10-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზეა.

ასევე იხილეთ:

კახა ცხადაძემ წაუგებელი სერია სამ მატჩამდე გაზარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული