ტრავმა გამოირიცხა - გიორგი ილურიძემ "ბეშიქთაშთან" ითამაშა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს სპლიტში "ჰაიდუკისა" და თურქული "ბეშიქთაშის" ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მოგეხსენებათ, სტამბულური გრანდის მწვრთნელი ხორვატი სლავენ ბილიჩია და ასეთი სპარინგის გამართვა, როცა გაგანია სანაკრებო პაუზაა, პრობლემა არ იქნებოდა...

ჩვენთვის კი აქ მთავარი გიორგი ილურიძეა, რომლის გარშემოც ბოლო დღეებში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ერთი ვერსიით, "ჰაიდუკის" ქართველი შემტევი ნაკრებში ჩამოსვლას ტრავმის გამო უარობდა (თუმცა კი 5 ოქტომბერს "სპლიტთან" დერბიში ითამაშა), მერე კი ითქვა, რომ "დილას" ყოფილ ფეხბურთელს სავიზო პრობლემა ჰქონდა, რომლის მოგვარების შემდეგაც ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან 14
ოქტომბრის შეხვედრაში უნდა დაეხმაროს...

ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ილურიძეს რომ ტრავმა არ აქვს, ეს 10 ოქტომბერსაც დადასტურდა, როცა 21 წლის ქართველმა "ბეშიქთაშთან" ამხანაგური მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც ჰქონდა.

იმედია, ილურიძე პრობლემებს მოაგვარებს და ახალგაზრდულ ნაკრებს შეეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩამოვა თუ არა გიორგი ილურიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?
გიორგი ილურიძე: გაუგებრობაა, ნაკრებზე უარი არ მითქვამს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი დღეა, კაცი ახალ გუნდში გადავიდა, ვაცალოთ მოერგოს გუნდს დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში. რა ქნას ახლა იმაზე იფიქროს ჩვენს უმოტივაციო, გაუგებარი მიზნებისა და ამოცანების გუნდში ჩამოვიდეს სათამაშოდ სადაც 70%-ზე მეტი საგულაოდ და ახლობლების სანახავად ჩამოდის, თუ იმაზე იფიქროს როგორ შეეწყოს გუნდს და აიწყოს კარიერა, ისევე ნაკრების სასარგებლოდ.
gizog
15:17 11-10-2013
0
ვის ატყებ ბიჭოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
maqsime mesxi
15:24 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული