დავით სირაძემ სეზონში მეორე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
18 ოქტომბერს რუსეთის I დივიზიონის მე-19 ტურის მატჩები გაიმართა. ჩრდილოკავკასიურ დერბიში, რომელიც ქალაქ ნაზრანში გაიმართა, თავი ქართველმა ფორვარდმა დავით სირაძემ გამოიჩინა.

ადგილობრივი "ანგუშთი" ნალჩიკის "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა. სირაძემ ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა. მასპინძელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა და შორეულ ძელთან დადარაჯებულ ქართველ ფორვარდს ხელი ვეღარავინ შეუშალა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი "ანგუშთი" 10 კაცით დარჩა მოედანზე. მეორე ტაიმში ჩვენებურმა კარლოს რუას კარგი მომენტი შეუქმნა, რომელიც ამ უკანასკნელმა გაანიავა.

დავით სირაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მისი თანაკლუბელი გუჯა რუხაია კი 85-ე წუთზე ჩაერთო
ბრძოლაში.

31 წლის სირაძემ ამ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა (17 მატჩში).

ტურის სხვა მატჩში ვლადივოსტოკში დამარცხდა გიორგი ნავალოვსკის და გოგიტა გოგუას "სკა-ენერგია" - 0:1. ორივე ჩვენებური სასტარტოში იყო, გოგუა 77-ე წუთზე შეცვალეს (მანამდე გააფრთხილეს), ნავალოვსკი - 83-ეზე.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ბოლო წუთზე გამოჩნდა რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილი, რომელიც 25 წლის მცველია.

"ნეფტეხიმიკისა" და "უფას" მატჩში მასპინძელი მერაბ ურიდია 66-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი 1:1 მორჩა.

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: ნაკრებთან დაკავშირებით უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირაძე იმსახურებს ნაკრებში თამაშს,გელაშვილისგან განსხვავებით.სად გაქრენ ქარტველი ფორვარდები??????????
gocha
19:15 18-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული