ამ გუნდების მატჩის შემდეგ ერთმანეთს მათი დუბლშემადგენლობები შეხვდნენ და 2:2 ითამაშეს.
მოგეხსენებათ, გიორგი ჭანტურია 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა. ამიტომაც მას ზედმეტი სათამაშო პრაქტიკა არ აწყენს.
გიორგიმ არა მარტო ითამაშა დუბლებში, არამედ 2:2 საბოლოო შედეგი მან დააფიქსირა. მეორე ტაიმში ჭანტურიას გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, როცა ორი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი ძელს გაარტყა.