მოგეხსენებათ, ჟორდანია კლუბის მხოლოდ მფლობელი არ იყო, ის პრეზიდენტიცაა.
"ომროეპ ხელდერანდის" (ხელდერანდი ის მხარეა ჰოლანდიაში, სადაც ქალაქი არნემი მდებარეობს) ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა მერაბ ჟორდანია "ვიტესის" პრეზიდენტად, თუმცა ამის შანსი არსებობს.
სხვათა შორის, კლუბს უკვე წესების მიხედვითაც აღარ შეუძლია, მფლობელი და პრეზიდენტი ერთი და იგივე პიროვნება ჰყავდეს. თუ გავითვალ
"დე ტელეგრააფი" კი წერს, რომ რეალურად "ვიტესში" სიტუაციის მმართველი "ჩელსის" ბოსი რომან აბრამოვიჩია. "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს", - წერს გამოცემა.
"ქართველი მილიონერი მერაბ ჟორდანია მიხვდა, რომ უახლოესი კაპიტალური პროექტებისთვის საჭირო რესურსები მას არ ჰქონდა".
"ომროეპ ხელდერანდი" სტატიას აქვეყნებს "ვიტესის" შესახებ, რომლიდანაც რამდენიმე ციტატას შემოგთავაზებთ:
ვინ არის ალექსანდრ ჩიგირინსკი?
50 წლის რუსი მილიარდერი, 2009 წლის სიაში ის რუსეთში 375-ე ადგილზეა. მისი ბიზნესინტერესები მოიცავს ევროპის ქვეყნებსაც, მათ შორის, გერმანიას. მისი კომპანიაა "სნეგირი დიველოპმენტი".
როდესაც ჟორდანიამ "ვიტესი" ჩაიბარა, მან ჩიგირინსკი თანადამფინანსებლად დაასახელა. ინტერვიუში ჟორდანიამ მაშინ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ჩიგირინსკი მას კლუბში ფინანსურ დახმარებას გაუწევდა.
რა გააკეთა ჟორდანიამ "ვიტესისთვის"?
მან 10 მილიონი ევრო ჩადო თანამედროვე ბაზის ასაშენებლად. საერთო შეფასებით, ამ სამი წლის განმავლობაში "ვიტესში" 50-დან 100 მილიონ ევრომდე დაიხარჯა.
* * *
საიტ "რუსული მაფიის" ინფორმაციით, ალექსანდრე შალვა ჩიგირინსკის უმცროსი ძმაა, შალვა კი საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. 2008 წელს "ფორბსი" მის ქონებას 2,3 მილიარდ დოლარად აფასებდა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ძმები ქუთაისიდან არიან წარმოშობით. შალვამ "რადიო სვობოდასთან" ინტერვიუში ადრე აღიარა, რომ ბიზნესი თავიდან არალეგალური ქმედებებით ააწყო. 20 წლის განმავლობაში მისი საქმიანობა ანტიკვარებს უკავშირდებოდა.
ზოგიერთ მედიაში დაიწერა, რომ შალვა ე.წ. ხატების ბიზნესში იყო. მედია წერდა შალვას კავშირებზე ქართულ კრიმინალურ ჯგუფებთანაც, მაგალითად, "სოლნცევის" ჯგუფის ლიდერ ჯემალ ხაჩიძესთან.
ასევე იხილეთ:
რისთვის ემზადება მერაბ ჟორდანია?