ბუნებრივია, იბადება კითხვა - რა ბედი ელით არნემელ ქართველებს?
როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჟორდანიამ ფეხბურთელები დაამშვიდა, რომ მათ არავინ შეეხებოდა. თუმცა ერთი არასასიამოვნო ამბავი უკვე მოხდა...
ჟორდანია რომ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებსა
ჭანტურია ჰოლანდიურ კლუბში 2012 წელს მიიწვიეს, მაგრამ მაშინ მისით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა და "ვიტესი" მოთმინებით ელოდა, ნიკასა და "მეთოფეთა" ურთიერთობა როგორ გადაწყდებოდა. ეს მოლაპარაკება შეფერხდა და ნიკა ჭანტურიას "ვიტესში" ჩარიცხვა თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა.
ამიტომაც იყო, ზაფხულში თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადასულმა ახალგაზრდამ, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მხოლოდ დროებითი კონტრაქტი რომ გააფორმა.
18 წლის ცენტრალურმა მცველმა ქუთაისურ გუნდში ოფიციალური მატჩები ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ ჩაატარა და მერე კლუბი დატოვა.
როგორც ჩანს, "ვიტესიდან" ჟორდანიას წამოსვლის ამბავი სწორედ მაშინ წყდებოდა. ეტყობა, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჭანტურია ჰოლანდიაში ვერ წავიდა და სექტემბრის დასაწყისში "ტორპედოში" ხელახლა ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ ჭანტურია 2012 წელს გამართული 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია, მონაწილეობა მიიღო წლეულს ლიტვაში ჩატარებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც. სულ ჭანტურიამ 19-წლამდელებში 8 ოფიციალური შეხვედრა გამართა, ხოლო 17-წლამდელებში - 9. საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვას 17-წლამდელთა ნაკრებს გოლიც გაუტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"