ჟორდანიას გადაწყვეტილებამ ჭანტურიას "ვიტესის" ვარიანტი ჩაუშალა

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიამ "ვიტესის" აქციათა საკონტროლო პაკეტი რომ გაყიდა, ამაზე უკვე ვწერდით. ცხადია, ეს ამბავი იმადაც გვაინტერესებს, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის გუნდში სამი ქართველი თამაშობს - გურამ კაშია, ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

ბუნებრივია, იბადება კითხვა - რა ბედი ელით არნემელ ქართველებს?

როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჟორდანიამ ფეხბურთელები დაამშვიდა, რომ მათ არავინ შეეხებოდა. თუმცა ერთი არასასიამოვნო ამბავი უკვე მოხდა...

ჟორდანია რომ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებსა
და მწვრთნელებს კლუბში თავის გამოჩენისა და სტაჟირების საშუალებას აძლევდა, არახალია. ერთ-ერთი, ვის აყვანაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ქუთაისის "ტორპედოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი ნიკა ჭანტურია გახლდათ, მაგრამ "ვიტესში" მისი გადასვლა ჩაიშალა.

ჭანტურია ჰოლანდიურ კლუბში 2012 წელს მიიწვიეს, მაგრამ მაშინ მისით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა და "ვიტესი" მოთმინებით ელოდა, ნიკასა და "მეთოფეთა" ურთიერთობა როგორ გადაწყდებოდა. ეს მოლაპარაკება შეფერხდა და ნიკა ჭანტურიას "ვიტესში" ჩარიცხვა თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა.

ამიტომაც იყო, ზაფხულში თბილისის "ლოკომოტივიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადასულმა ახალგაზრდამ, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მხოლოდ დროებითი კონტრაქტი რომ გააფორმა.

18 წლის ცენტრალურმა მცველმა ქუთაისურ გუნდში ოფიციალური მატჩები ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ ჩაატარა და მერე კლუბი დატოვა.

როგორც ჩანს, "ვიტესიდან" ჟორდანიას წამოსვლის ამბავი სწორედ მაშინ წყდებოდა. ეტყობა, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჭანტურია ჰოლანდიაში ვერ წავიდა და სექტემბრის დასაწყისში "ტორპედოში" ხელახლა ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია 2012 წელს გამართული 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია, მონაწილეობა მიიღო წლეულს ლიტვაში ჩატარებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც. სულ ჭანტურიამ 19-წლამდელებში 8 ოფიციალური შეხვედრა გამართა, ხოლო 17-წლამდელებში - 9. საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვას 17-წლამდელთა ნაკრებს გოლიც გაუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორიგი ნონსენსი ქართველი ჟურნალისტისაგან,"ჭანტურია ჰოლანდიურ კლუბში 2012 წელს მიიწვიეს, მაგრამ მაშინ მისით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა" მაგრად ილაპარაკა რა ლევან სალუქვაძემ,თქვენი ბრალია ამ ლაწირაკებს პელეები და მარადონები რო გონიათ თავი,ჩემო მერაბ არსენალს ეს რო სდომოდა კაი ხნის წინ წაიყვანდა,მორჩით რა მართლა გეყოთ სინდისი
Refugee
20:38 24-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული