თორნიკე ოქრიაშვილი: აქ თავს კარგად ვერ ვგრძნობ

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ორმხრივ თამაშებს ატარებს და ამ გზით შემადგენლობაში კონკურენციას ზრდის.

ახლაც, უკრაინის ჩემპიონატის ტურიდან ორ დღეში გუნდი ორად გაყო და სპარინგი გამართა - "წითლები", რომელთა შორისაც დავით თარგამაძე თამაშობდა, "მწვანეებთან" 0:2 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა საწვრთნელი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მოედანზე არ ყოფილა თორნიკე ოქრიაშვილი. მან დონეცკის "შახტართან" შეხვედრაც გამოტოვა.

ოქრიაშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ "ილიჩევეციდან" წასვლა სურს. ეტყობა, სწორედ ეს უნდა იყოს მისი უთამაშებლობის მიზეზი:

"მარიუპოლში თავს კარგად
ვერ ვგრძნობ. სიტუაციას ვერ ვეგუები და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც მინდა - შემტევ ფეხბურთს ვერ ვაბამთ თავს.

ისევ დონეცკის "შახტარში" რომ ვიყო, დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა; "ილიჩე
ვეცი" კი არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაც გამოჩნდება.

ვეძებ კლუბს, რომელშიც ჩემს შესაძლებლობებს 100 პროცენტით გამოვავლენ. შემო
თავაზებები მაქვს საფრანგეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის კლუბებიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მე და ლიკა დავშორდით. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული