ახლაც, უკრაინის ჩემპიონატის ტურიდან ორ დღეში გუნდი ორად გაყო და სპარინგი გამართა - "წითლები", რომელთა შორისაც დავით თარგამაძე თამაშობდა, "მწვანეებთან" 0:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების შემტევმა საწვრთნელი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მოედანზე არ ყოფილა თორნიკე ოქრიაშვილი. მან დონეცკის "შახტართან" შეხვედრაც გამოტოვა.
ოქრიაშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ "ილიჩევეციდან" წასვლა სურს. ეტყობა, სწორედ ეს უნდა იყოს მისი უთამაშებლობის მიზეზი:
"მარიუპოლში თავს კარგად
ისევ დონეცკის "შახტარში" რომ ვიყო, დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა; "ილიჩევეცი" კი არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაც გამოჩნდება.
ვეძებ კლუბს, რომელშიც ჩემს შესაძლებლობებს 100 პროცენტით გამოვავლენ. შემოთავაზებები მაქვს საფრანგეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის კლუბებიდან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მე და ლიკა დავშორდით. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია"