ცნობილია, რომ ჟორდანია 50 წლის რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ჩიგირინსკიმ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი 2010 წლიდან ჟორდანიას ფინანსური პარტნიორი და "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩის ახლო მეგობარია.
"ლელოში" უკვე იყო ინფორმაცია, რომ ჩიგირინსკი ქუთაისში დაბადებული ებრაელია. დამატებით შევიტყვეთ, რომ მას ყოველთვის ჰქონდა ქართველებთან კავშირი და დღემდე კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. მეტიც - ვიცით, რომ სწორედ მან გააცნო ჟორდანია აბრამოვიჩს.
და რაც არანაკლებ საინტერესოა, "ვიტესის" ახალი
მერე ჩიგირინსკი სოხუმში დასახლდა, იქიდან კი რუსეთში გადავიდა, ააწყო საქმე და აბრამოვიჩს დაუახლოვდა.
"ვიტესში" აბრამოვიჩის ფულიც რომ იყო, ბევრისთვის ეს საკამათო არ არის. ყველას ახსოვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადაყენებულ ჟორდანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდა.
არსებობს ვერსია, რომ ქართული ფეხბურთის ყოფილ მაღალჩინოსანს ფეხზე დადგომაში სწორედ აბრამოვიჩი დაეხმარა.
ჟორდანიასა და "ვიტესის" ირგვლივ ბოლო ამბავი ასეთია - არნემული კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვით, თურმე, უკმაყოფილო დარჩა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაცია.
ჰოლანდიური გამოცემა "დე ტელეგრააფის" ცნობით, უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ საფეხბურთო ასოციაციას გარიგების დეტალები არ აცნობეს.
"ჩვენი ასოციაციის პრიორიტეტი საფეხბურთო კლუბების დამოუკიდებლობაა. "ვიტესს" არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია საიმისოდ, რომ კლუბის ახალი აქციონერის ბიოგრაფიას გავცნობოდით", - წერია ასოციაციის განცხადებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისური ფესვები, კრიმინალები და ხატების ბიზნესი - ვინაა "ვიტესის" ახალი მფლობელი