გოგუამ და ნავალოვსკიმ რუსეთის თასიდან ყოფილი გუნდი გააგდეს

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში "სკა-ენერგიამ" 2:0 მოუგო "ვოლგას" და მერვედფინალში გავიდა.

შეუცვლელად ითამაშეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ "სკა-ენერგიას" ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი ნავალოვსკიმ და გოგიტა გოგუამ.

გოგუა შორეული გადაცემებით ხშირად ამარაგებდა ვასილი კარმაზინენკოს, რომელმაც მატჩის ორივე გოლი გაიტანა მატჩში; ხოლო ნავალოვსკი ერთი-ორჯერ მწვავედ ჩაერთო ფლანგიდან შეტევაში.

ყაზანის "რუბინი" პირველლიგელ "ლუჩ-ენერგიას" ვლადივოსტოკში ეწვია, 2:4 დამარცხდა და რუსეთის თასიდან გავარდა.

"რუბინის" რიგებში 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: ნაკრებში ისევ ვითამაშებ, როცა მწვრთნელი ქეცბაია აღარ იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული