ირაკლიმ პირველი ტაიმის 43-ე წუთზე თანამემამულე ლევან მჭედლიძე შეცვალა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო. შეყილაძემ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. მე-60 წუთზე ჩვენებურმა გოლი გაიტანა და ანგარიში 6:0 გახადა.
შეცვლამდე ლევან მჭედლიძემ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. "პიანეტა ემპოლის" ცნობით, ლევანს ზურგის კუნთი ეტკინა და ის მალე განაახლებს ვარჯიშს.
"ემპოლის" მომდევნო მატჩი ჩემპიონატში 11 ნოემბერს ელის "ტერნანას"
ასევე იხილეთ:
"ემპოლის" სპორტული დირექტორი: ლევან მჭედლიძე დიდ საქმეს აკეთებს