17 ნოემბერს რუსეთის I დივიზიონის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ხაბაროვსკში "სკა ენერგიამ" სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ამ სტადიონს ჯერაც ლენინის სახელი ჰქვია.
მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა - გოგიტა გოგუა, გიორგი ნავალოვსკი კი არ გამოჩენილა. ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის შემდეგ ვეღარ ვიტყვით, რომ ვალდას ივანაუსკასის გუნდი პრემიერლიგაში გადავა.
როგორც რუსული მედია იუწყება, "სკა
* * *
ლიდერმა "მორდოვიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "გაზოვიკი". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა აკაკი ხუბუტიამ, ხოლო მასპინძელი ზურაბ არზიანი სათადარიგო იყო.
"მორდოვია" 52 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ეს სარანსკელთა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო, რაც "მორდოვიას" მოკრძალებულ ისტორიაში პირველად მოხდა.
* * *
დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას "ნალჩიკი" ამ ტურს ტოვებს (რადგან ჩემპიონატში კენტი რაოდენობის გუნდებია), ხოლო "ალანიას" შემადგენლობაში ტრავმების გამო კვლავ ვერ თამაშობენ ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა.
* * *
იტალიაში ქართველთა "ემპოლიმ" ტურის ცენტრალურ მატჩში უშანსოდ მოუგო "ლანჩანოს" - 3:0.
ორივე ჩვენებური სათადარიგო იყო. ლევან მჭედლიძე თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი შეყილაძე სკამზე დარჩა.
ამ მოგების შემდეგ "ემპოლის" 14 თამაშიდან 27 ქულა აქვს. ზუსტად ამდენით ლიდერობს მჭედლიძის ყოფილი გუნდი "პალერმო", რომელსაც ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"