"ილიჩევეცის" რიგებში კვლავ არ უთამაშიათ ტრავმირებულ დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილს; სამაგიეროდ, მის რიგებში გამოჩნდა 20 წლის მცველი ლევან მახარაძე.
დამარცხებულთა რიგებში ჯაბა ლიპარტიამ შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ "ზორია" 23 ქულით მე-7 ადგილზეა უკრაინის ჩემპიონატში, ხოლო "ილიჩევეცი" 19 ქულით მე-9 ადგილზეა.
მატჩის შემდეგ უკრაინულ "ფუტბოლს" ჯაბა ლიპარტია ესაუბრა, რომელსაც ამ დღეს 26 წელი შეუსრულდა:
- დიდი მადლობა. ძალიან მესიამოვნა, რომ კლუბმა ოფიციალურ საიტზე მომილოცა დაბადების დღე. პირადადაც ბევრმა მომილოცა, ძალიან ბევრმა დამირეკა, "ფეისბუქითაც" ბევრი მილოცვა მივიღე. მოკლედ, ბედნიერი ვარ.
- "ილიჩევეცთან" თქვენი თამაში სულაც არ ჰგავდა ამხანაგურს. რას იტყვით თამაშზე?
- სამწუხაროდ, დავმარცხდით. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ თუ საგოლე მომენტებს დავითვლით, ჩვენ უპირატესობა გვქონდა. მეორე ტაიმში ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. საერთოდ, არ ვარ მიჩვეული მსაჯობის კომენტირებას, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა: ასეთი პენალტები არ ინიშნება. მეორე გოლი კი კონტრშეტევაზე გავუშვით, მთელი 90 წუთი წინ ვიწევდით და დასანანია ასეთი მარცხი.
- მწვრთნელმა უკვე აღნიშნა, რომ ამხანაგურში წაგება და ოფიციალურში მოგება სჯობს...
- რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები მთავარ მწვრთნელ იური ვერნიდუბს... ახლა ორი ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის - ზაპოროჟიეში "მეტალურგთან" და შინ "დნიპროსთან". შვებულებაში კარგ ხასიათზე უნდა გავიდეთ.
- რომელი თამაში უფრო რთული იქნება?
- "მეტალურგთან" თამაში განსაკუთრებით ძნელი იქნება, რადგან გუნდი აუტსაიდერთა შორისაა და ასეთ გუნდთან განსაწყობად დამატებითი მოტივაციაა საჭირო. რაც შეეხება "დნიპროს", ეს გუნდი უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენ შინ ვთამაშობთ და ეს დამატებითი სტიმულია.
- როგორც ვატყობთ, დაბადების დღის აღსანიშნავი დრო არ გრჩებათ...
- არავითარი დასვენება და მოშვება. დავისვენებ, როცა შვებულებაში გავალთ. იქამდე კი ჯერ 2 კვირა რჩება. "მეტალურგთან" მატჩი უკვე კარს მოგვადგა - პარასკევსაა.
ასევე იხილეთ:
ჯაბა ლიპარტია უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა