9 ნოემბერს ებრალიძე სათასო მატჩში გააძევეს "კოვა პიედადეს" წინააღმდეგ, ბარათი კი ჩემპიონატზეც ვრცელდება.
ამასობაში პორტუგალიურ "რეკორდში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ებრალიძესთან, სადაც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა:
"ფეხბურთის თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ახლა კი კარიერის დიდებული დრო მიდგას".
აი, როგორ დაახასიათა "რეკორდმა" ჩვენებური:
"ავთანდილ ებრალიძე, უბრალოდ, ავთო - ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია
ვინგერი, რომელმაც "ჟილ ვისენტესთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც უფრო მარცხენა ფრთაზე თამაშობს, თუმცა, ძირითადად, მარჯვენა ფეხს იყენებს, როგორც... კრიშტიანო რონალდო, მაგრამ ის უფრო ლეო მესის ჰგავს, აღნაგობის გამო და იმიტომაც, რომ ძალიან მშრომელია და ამ დონეზე ასასვლელად ბევრი ოფლი ღვარა.
ძალიან ბევრმა დაადგა თვალი ავთოს, მისგან ბევრს ელიან", - ვკითხულობთ "რეკორდში".
"რეკორდის" ცნობით, "ჟილ ვისენტეს" ორ ახალგაზრდა ტალანტს, ავთოს და დიოგო ვიანას უკვე ბევრი მთხოვნელი ჰყავს და "ჟილ ვისენტეს" მათი შენარჩუნება გაუჭირდება. ამ ორს უკვე რამდენჯერმე დააკვირდნენ უფრო დიდი კლუბების სკაუტები, თუმცა რომელი კლუბების, "რეკორდი" ამის შესახებ არ იტყობინება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავთო ებრალიძე: ნაკრები დიდი ტრამპლინია