31 წლის მწვრთნელი "შერიფის" 1999 წელს დაბადებულთა გუნდის დამრიგებელია და, როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, "შერიფში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ან დუბლებში გადაიყვანონ.
შოთა მახარაძემ ფეხბურთი მხოლოდ 20 წლამდე ითამაშა. იყო თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი, თამაშობდა ლანჩხუთის "გურიაში". იოჰან ბოსკამპმა თბილისის "დინამოში" გადასვლაც შესთავაზა და საკითხიც თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ჰოლანდიელმა საქართველო დატოვა და ტრანსფერიც ჩაიშალა.
კარიერის დასრულების შემდეგ შოთა მახარაძემ სწავლის გაგრძელება ამჯობინა -
სწავლის დამთავრებისთანავე, შოთა საქართველოში დაბრუნდა და "ნორჩ დინამოში" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში იმუშავა, 2008 წელს კი პირველი ლიგის გუნდი ჩააბარეს. 2011 წელს ის "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიაში მიიწვიეს, სადაც შემდეგ მთავარი მწვრთნელი გახდა, ბოლოს კი იმავე "დაუგავას" დუბლშემადგენლობის დამრიგებელი იყო.
2011 წლის შემოდგომიდან, როცა თემურ მახარაძემ გორის "დილა" ჩაიბარა, გუნდის საწვრთნელ პროცესს მისი ვაჟიც უძღვებოდა. შოთა მახარაძე A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია.
"შერიფის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მახარაძე ამბობს, რომ ტირასპოლური კლუბი პოსტსაბჭოეთში განხორციელებული ყველაზე წარმატებული პროექტია:
"კლუბის სტრატეგიასა და კონცეფციაში პროფესიული მიდგომებია. ამ კუთხით "შერიფი" პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულია. ტირასპოლში სამუშაოდ საუცხოო პირობები გვაქვს და მიმაჩნია, რომ აქ ძლიერი თაობების გაზრდაა შესაძლებელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"