ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მე-7 უცხოელი მწვრთნელი ჰყავს და მისი მომავალიც მალე გაირკვევა. რა ბედი ეწიათ ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს, რომელთაც საქართველოს ნაკრებიდან დადებითი შედეგის გარეშე მოუწიათ წასვლა და მიაღწიეს თუ არა სხვაგან წარმატებას, ამ სტატიაში იხილავთ.

გუშინ ჰექტორ რაულ კუპერმა ეგვიპტის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იზეიმა და საქართველოს ნაკრებში გაფუჭებული კარიერა წარსულს ჩაბარდა. არგენტინელი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს 2008-09 წლებში უძღვებოდა და 16 მატჩში 11 წაგება, 4 ფრე და მხოლოდ 1 მოგება ჰქონ
და.

კუპერი საქართველოს ნაკრებში მოსვლამდე წვრთნიდა: "მალიორკას", "ვალენსიას", "ინტერს", "ბეტისს" და "პარმას". საქართველოს ნაკრების შემდეგ: "არისს", "რასინგს", "ორდუსპორს", "ალ ვასლს". ეგვიპტის ნაკრებს კი 2015 წლიდან ჩაუდგა სათავეში და დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა.

- ეგვიპტის ნაკრების მუნდიალზე გაყვანისათვის საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კუპერი 500-ათასიან პრემიას მიიღებს

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი იყო, რომელიც 1999 წელს დანიშნეს და 5 მატჩი ჩაატარა, 1 ფრე ითამაშა და 4 წააგო. შემდეგ კი წარმატება საერთოდ
აღარ სწვევია. მოიარა ევროპა, აზია და ბოლოს კარიერა ბელგიის მეორე ლიგაში დაასრულა.

Sportall.Ge

ივო შუშაკისთვის
"დინამოში" ყოფნა უფრო ნაყოფიერი იყო, ვიდრე იმ ორ მატჩში ნაკრებისთვის გაძღოლა. ხორვატი სპეციალისტი დროებით დანიშნეს და პირველივე მატჩში რუსეთი დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩი ირლანდიასთან კვლავ წარუმატებელი გამოდგა და კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. ბევრი იმასაც ამბობდა, ივოს ისე უნდოდა ნაკრებში დარჩენა, მზად იყო, უხელფასოდ ემუშავაო.

შუშაკი საქართველოდან სლოვენიაში წავიდა და "ოსიეკს" წვრთნიდა. შემდეგ სომხური "მიკა" იყო, ბოლო პერიოდში კი ხორვატიაში დაბრუნდა, ჯერ "ზაგრებს" წვრთნიდა და ორი წელი ხორვატიის 21-წლამდელებს ხელმძღვანელობდა.

Sportall.Ge

პსჟ-ის, "ტულუზასა" და "რაბათის" შემდეგ პირველად ჩაიბარა საქართველოს ნაკრები ალან ჟირესმა. 2 მატჩი მოიგო, 2 ფრეც ითამაშა, 6 წააგო და გაბონში წავიდა. ერთადერთ წარმატებას საქართველოს ნაკრების შემდეგ მალის ეროვნულ ნაკრებთან მიაღწია, აფრიკის ერთა თასზე მე-3 ადგილზე გავიდა.

Sportall.Ge

კლაუს ტოპმიულერმა
საქართველოს ნაკრებში კარიერა გაინადგურა და მწვრთნელობაზე აღარც უფიქრია. 2006 წლამდე ის წვრთნიდა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა: "ლივერკუზენი", "ჰამბურგი", "აინტრახტი", "ბოხუმი" და ა. შ.

უცხოელი მწვრთნელებიდან მან საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტ მატჩში უხელმძღვანელა - 24 მატჩი. მის მიერ გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 7 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 13 წააგო.

Sportall.Ge

საქართველოს 21-წლამდელთა თავკაცი პეტარ შეგრტი 2008 წელს დროებით დანიშნეს ნაკრებში და ორ ამხანაგურ მატჩში გაუძღვა ნაკრებს. ესტონეთთან ფრედ, 1:1 ვითამაშეთ და პორტუგალიასთან 0:2 წავაგეთ. ბოლოს პიტარი ავღანეთის ნაკრებს წვრთნიდა.

დღეს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზეც გაუყვანია ნაკრები და ჩემპიონთა ლიგის გუნდიც გაუწვრთნია. ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვაბრალებთ და ეგება პრობლემა სხვაგანაც ვეძებოთ?
მკითხველის კომენტარები / 7 /
იმას რასაც ჩვენი ნაკრები მოედანზე აკეთებს თამასჰი კი არა ფაფხური ჰქვია...მეცოდება ეს ხალხი გულწრფელად მეცოდება...უკვე მე 60 წუტისთვის ვერ დარბოდნენ...ჯაბა კანკავა ერთადერთი ვინც გულს დებს თამაშში...დანარჩენებს ერთი სული ჰქონდატ როდის მორჩებოდა თამაში...კარგით რა..ვაისი რა შუაშია??
koba
10:32 10-10-2017
1
კაცმა თქვა ყველაზე დადებითი ისარის რომ ფეხბურთელებმა ჩემი მოსმენა ისწავლესო და ამის მერე რაპრეტენზია უნდა გვქონდეს რომ ჯგუფიდან გავიდეთ..მარტო ესთუ ყოფილა ამდენი წლების შედეგი მაშინ ტრენერი კიარა ფეხბურტელები არიან შესაცვლელიი
pexburteli ara shaurma
02:24 10-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული