"ილიჩევეცის" თავკაცი: ოქრიაშვილი და თარგამაძე ერთი თვეა, არ გამოჩენილან

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის XVII ტურში "დნიპრომ" შინ 3:1 სძლია "ილიჩევეცს". დნეპროპეტროვსკში ვერ შედგა "ქართული" დერბი, რადგან მარიუპოლის გუნდის ქართველები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, განაცხადშიც არ ყოფილან.

"ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გადაცემა "პროფუტბოლში" გუნდის ქართველ ლეგიონერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სხვა გუნდში გაშვება სურს.

"ორი ქართველი - ოქრიაშვილი და თარგამაძე, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ნაკრებში წავიდა, აღარც დაბრუნებულა.

მინდა ამ ბიჭებმა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა სხვა გუნდში სცადონ, რადგან ფიქრობენ, რომ "ილიჩევეცის" დონისთვის უკვე "გადაზრდილები" არიან",
- თქვა
პავლოვმა.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძეცა და ოქრიაშვილიც კონტრაქტით დონეცკის "შახტარს" ეკუთვნიან, "ილიჩევეცში" კი იჯარით თამაშობენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგით რა ხალხნო ამხელა ბოგმა საიდან მოდის:)))ბევრად უკეთესს იმსახურებენ და მიიღებენ კიდევაც
likaa
11:09 26-11-2013
0
თუ კარგ ფეხბურთელებად მიაჩნიათ თავი და კარგ კაცებად, უნდა გამოჩნდნენ რაც შეიძლება მალე და ახსნა-განმარტება გააკეთონ. თუ არა - ყველაფერი ნათელი გახდება, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა. სად ყავს საქართველოს ასე უაზროდ დასაკარგი ნიჭიერი ფეხბურთელები?
Kaxa
10:35 26-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული