"ა ბოლა": ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" სასტარტოში ბრუნდება

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში ავთო ებრალიძეს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, ხოლო მისმა "ჟილ ვისენტემ" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და კუნძულ მადეირაზე "მარიტიმუსთან" დამარცხდა - 2:3.

პორტუგალიური გამოცემა "ა ბოლა" იუწყება, რომ ახალწვეულობის მიუხედავად, ქართველმა უკვე დაიმკვიდრა თავი "ჟილ ვისენტეს" ძირითადში. ასე რომ, "ბელენენსეშთან" საგარეო მატჩში, რომელიც 1-ელ დეკემბერს გაიმართება, ჩვენებური სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნდება.

იმავე "ა ბოლას" მტკიცებით, გუნდში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდება: "მარიტიმუსთან" გაძევებულ ბრაზილიელ ჰალისონს კაბოვერდეელი პეკსი შეცვლის.

"ჟილ ვისენტე" 17 ქულით მე-5 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთო, რომელიც რონალდოს პოზიციაზე თამაშობს და მესის მოგვაგონებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული