"როსტოვი": ჩვენ ჯანო ანანიძეში გადასახდელი მილიონი არ გვაბადია

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე და მისი "როსტოვი" რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩს ცსკა-სთან 2 დეკემბერს გამართავენ, მომდევნო ტურში კი როსტოველებს მეტოქედ მოსკოვის "სპარტაკი" ჰყავთ.

8 დეკემბერს გასამართი მატჩის განაცხადში "როსტოვი" ჯანოს და არტიომ ძიუბას ვერ შეიყვანს - შეგახსენებთ, ორივე ფეხბურთელი სწორედ "სპარტაკს" ეკუთვნის, როსტოვურ გუნდში კი ისინი იჯარით თამაშობენ.

მოსკოვის "სპარტაკის" მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში როსტოველებს შეუთვალა, თუ გინდათ ჩვენ წინააღმდეგ ჯანო და ძიუბა ათამაშოთ, კი ბატონო, ოღონდ მილიონი გადაიხადეთო... თუმცა ფედუნს ვალუტა არ დაუკონკრეტებია.

"როსტოვს" არ მოუმართავს მომავალ მატჩში
ამ ფეხბურთელების თამაშის ნებართვის თხოვნით. ანანიძე და ძიუბა მათ უფასოდ წაიყვანეს და თუ სურვილი აქვთ, რომ ათამაშონ, გადაგვიხადონ მილიონი...",
- თქვა ფედუნმა.

ფედუნის სიტყვებს უმალ გამოეხმაურა "როსტოვის" ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ შიკუნოვი, რომელმაც თქვა, რომ "სპარტაკთან" არც ჯანო და არც ძიუბა არ იქნებიან.

"ასეთი პუნქტი კონტრაქტში მართლაც დევს, მაგრამ ის დღეს აქტუალური არაა. ჩვენ ამაში (ანანიძე-ძიუბას თამაშში "სპარტაკთან") ვერც მილიონ დოლარს გადავიხდით და ვერც ევროს - არ ვართ ის კლუბი, რომელსაც ერთ მატჩში ფეხბურთელების თამაშის სანაცვლოდ ამხელა ფულის გადახდა შეუძლია.

ამიტომ "სპარტაკთან" ძიუბაც და ანანიძეც არ ითამაშებენ",
- თქვა შიკუნოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული