მარცხის მიუხედავად, "ლეგია" 37 ქულით კვლავ პირველია და 3-3 ქულით უსწრებს "გორნიკსა" და "ვისლას".
ქართველი ფორვარდი მეორე ტაიმში შეცვალეს, მანამდე მან კარგი შანსი გაანიავა. აი, რა თქვა თამაშის შემდეგ ლადომ:
"ასეთ გუნდებთან უნდა გამოიყენო შანსი და ქულები აგროვო. ჩვენ გვჭირდება ახალი გამოწვევები მას მერე, რაც ევროსარბიელზე თავი შევირცხვინეთ.
რატომ წავაგეთ? ჩემი აზრით, გადავიღალეთ. უკან
სხვათა შორის, ლადომ ჩვეული ცენტრფორვარდის ნაცვლად, შეტევის ფლანგზე ითამაშა: "შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვითამაშე. თუმცა ეს არ არის ახალი ჩემთვის - "ვიძევშიც" ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. ჩემი აზრით, ურიგოდ არ მითამაშია, თუმცა ამაზე მწვრთნელმა და ფანებმა უნდა ილაპარაკონ.
3-4 შემთხვევაში, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ არ გავიდა ბურთი მეტოქის კარში. მასპინძლებს კი სულ ორი მომენტი ჰქონდათ და ერთი გამოიყენეს კიდევაც. სამწუხაროა", - განაცხადა ლადო დვალიშვილმა.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილისა და ლადო დვალიშვილის გოლები [VIDEO]