"კარპატის" თავკაცი: ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენია

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა "დნიპროს" ქართველი ლეგიონერი ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად დაასახელა.

ეს მან "პროფუტბოლთან" ინტერვიუში განაცხადა: "გავიხსენოთ ჩვენი მატჩი "დნიპროსთან", რომელიც ლვოვში გაიმართა. ჩვენ რაც შეგვეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდით "დნიპროს". რაღაც კომპონენტებში სტუმრებს ვაჯობეთ კიდევაც, მაგრამ "დნიპროს" დონე მაინც მაღალია. მათი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა შემოდგომაზე საუკეთესო იყო უკრაინის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე.

კანკავა ბევრ ორთაბრძოლას იგებს. ამიტომაც მას მივიჩნევ საუკეთესოდ"
.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა: უკრაინელებს ფრანგებზე კარგი ნახევარმცველები გყავთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯაბა მაგარი ხარ ნამდვილი კაპიტანიიი!!!!
irakli xasaia
00:53 04-12-2013
0
...ამ დროს ვიღაცეები ამბობენ რომ ფეხბურთელები არა გვყავს...ჯაბას თავდადებას მხოლოდ ჩვენი რაგბისტებისას თუ შეადარებ...ნეტა მისი მსგავსნი გვყავდნენ სხვა ფეხბურთელებიც.
murtalo
03:27 04-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული