მეტოქეს მე ასე არ გავიმეტებდი - ბაჩანა ცხადაძეს გერმანიაში მკურნალობა სჭირდება

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, "ბაქის" წინააღმდეგ, მძიმე ტრავმა მიიღო კახა ცხადაძის ვაჟმა, 26 წლის ბაჩანა ცხადაძემ. მას ყბა გაუტეხეს ორთაბრძოლისას.

ქართველი ფორვარდი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა.

ცხადაძემ კომენტარი "ფუტბოლ ინფოსთან" გააკეთა:

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მე ასე მეტოქეს არ გავიმეტებდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ფეხბურთელები ვართ და ამ საქმით ვირჩენთ თავს.

ეს რომ შემთხვევით მომსვლოდა, მაშინვე აუცილებლად ბოდიშს მოვუხდიდი მეტოქეს. აი, ამის ჩამდენი ეტო კი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. "ბაქიდან" საერთოდ არავინ დამკავშირებია.

ყველაზე მეტად ის მადარდებს,
რომ გუნდს ვერ დავეხმარები და ალბათ, გერმანიაში გავემგზავრები სამკურნალოდ"
.

ასევე იხილეთ:
გიორგი ლომაიამ "ინტერს" დერბი მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭურნალიზმი.
ოდალა
11:56 04-12-2013
0
ცოტა ვრცლად ვერ დაწერთ? ვერაფერი გავიგე, რა მოხდა. ისე წერია სტატია, თითქოს მანამდე რაც მოხდა, უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. მოედანზე ცემეს? და რატომ ცემეს, ვინ ცემა, ვიდეოც თუ არსებობს, მოაყოლეთ... და ა.შ.
mkitxveli123
23:19 03-12-2013
0

სიახლეები პოპულარული