ჯაბა კანკავამ კარიერაში ყველაზე უცნაურ მატჩში ითამაშა

AutoSharing Option
4 დეკემბერს უკრაინაში ძალზე უცნაური მატჩი გაიმართა - სამი ქართველი ფეხბურთელის (ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, უჩა ლობჟანიძე) "დნიპრომ" "მეტალისტს" უმასპინძლა - შეხვედრა მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა, რადგან... პირველი ტაიმი ამ გუნდებს ორი თვის წინ ჰქონდათ ნათამაშები.

ოქტომბერში "დნიპროსა" და "მეტალისტის" მატჩი 2:1-ზე შეწყდა, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მოედანი განათებით ვერ უზრუნველყვეს. სწორედ ეს შეხვედრა გაგრძელდა დეკემბერში.

კიდევ უფრო უცნაურ სიტუაციაში იყო ჯაბა კანკავა, "დნიპროს" ლიდერმა პირველ ტაიმში (ოქტომბერში) ყვითელი ბარათი მიიღო და ალბათ, პირველი ფეხბურთელი გახდებოდა, რომელსაც
ორი თვის განმავლობაში მიღებული ორი ყვითელი ბარათისთვის გააძევებდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იფრთხილა და ბოლომდე გაძლო. აი, "დნიპრომ" კი ვერა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

88-ე წუთზე ჯაბას შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, კარგადაც დაარტყა თავით სტუმართა კარში, მაგრამ მეკარე გორიანოვმა იხსნა სტუმართა გუნდი. არადა, ამით ჩვენებური იმ შეცდომას გამოისყიდდა, რომელიც მან 82-ე წუთზე დაუშვა. დევიჩმა მასთან ორთაბრძოლაში შეძლო გატანა, თუმცა გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, ძნელი სათქმელია.

სხვათა შორის, ამ ეპიზოდში აღშფოთებისთვის მსაჯმა "დნიპროს" თავკაცი ხუანდე რამოსი გააძევა. კობახიძე მატჩის განაცხადში არ იყო (მაშინ სათადარიგო იყო), ხოლო ლობჟანიძე საერთოდ არაა ჩემპიონატის განაცხადში და კლუბში მხოლოდ ირიცხება.

ასევე იხილეთ:
"კარპატის" თავკაცი: ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული