როგორ გახდა ხუანდე რამოსის დაწუნებული ჯაბა კანკავა "დნიპროს" ლიდერი

AutoSharing Option
უკრაინულმა "მემაქს სპორტმა" ჩემპიონატის კლუბების საშემოდგომო ეტაპის შეჯამება დაიწყო და "დნიპროს" თამაშიც შეაფასა.

გამოცემამ football.ua-ს რეიტინგები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კლუბში საშუალო შეფასება ყველაზე მაღალი აქვს ჯაბა კანკავას, ევგენი კონოპლიანკასა და რუსლან როტანს - 6,2-6,2.

ბოლო ორი უკრაინის ნაკრების აღიარებული ლიდერია, თუმცა "მემაქსმა" "დნიპროს" MVP-დ არც კონოპლიანკა დაასახელა და არც როტანი, რომლის ანგარიშზეც 9 საგოლე პასი იყო, არამედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სელეზნიოვია, საუკეთესო ასისტენტი არა მარტო კლუბში, არამედ ჩემპიონატში - როტანი, მაგრამ მაინც ამ შემოდგომაზე სხვისი გამორჩევა გვსურს.

როცა ხუანდე რამოსმა "დნიპრო" ჩაიბარა, ჯაბა კანკავამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე მოხვდა ჯაბა "კრივბასში" იჯარით.

"დნიპროს" ფეხბურთელების უმრავლესობისთვის "კრივბასში" განათხოვრება არის გადასახლება, რომელიც წერტილს უსვამს მათ კარიერულ ამბიციებს.

უკან სულ ერთეულები დაბრუნდნენ. კანკავამ ეს შეძლო!

მართალია, თავიდან კანკავა იმიტომ დააბრუნეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, მაგრამ ჯაბამ თავისი შანსი სრულად გამოიყენა. ყოველ თამაშში ის ნელ-ნელა უმტკიცებდა ესპანელს, რომ უკეთესი ჩამშლელი კლუბში არ იყო.

აი, ასე გახდა საქართველოს და უკრაინის ნაკრებების კაპიტანთა წყვილი საუკეთესო უკრაინის ჩემპიონატში. ერთი ისეთ პასებს უკეთებს თანაგუნდელებს, რომ მათ მხოლოდ თავისა და ფეხის დახვედრა სჭირდებათ, მეორე კი მუხლითა და ცეცხლით იპოვებს თითოეულ ბურთს გუნდისთვის.

ჯაბამ შემოდგომაზე სამი თამაში გამოტოვა და იმ შეხვედრებში "დნიპროს" ნახევარდაცვის დალაგება მხოლოდ მეორე ტაიმებში ხდებოდა შესაძლებელი"
, - წერს "მემაქს სპორტი".

კლუბის შეჯამებაში ერთხელაც არ არიან ნახსენები სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე, რაც გასაკვირი სულაც არ არის. კობახიძეს, ფაქტობრივად, არ ათამაშებენ. ლობჟანიძის შემთხვევა ალბათ უნიკალურია თანამედროვე ფეხბურთში - ქართველი მცველი "დნიპროშია", მაგრამ ის გუნდს არ სჭირდება და ჩემპიონატის განაცხადშიც არაა. ლობჟანიძე მხოლოდ ვარჯიშებით კმაყოფილდება.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავამ კარიერაში ყველაზე უცნაურ მატჩში ითამაშა
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ ყავს მერე ქეცბაიას ეს უტამაშებელი პეხბურტელები კობახიძე და ლობჯანიძე სულ ნაკრებში გამოძახებული მათ ხო საერტოდ არააქვტ სატამაშო პრაქტიკა, მაგას ჯობია აქ საქარტველოს ჩემპიონათში მოტამაშეს მისცეს ტამაში უპლება ისეტს რომელიც სულ ტამასობს მაგრამ ეს ხომ კარტველების სენია სულ მუდამ ერტიდაიგივეს აქვს გარანტირებული ტამასი, ის ტუ ასაკობრივებსჰი იყო მასჰინ აქაც სულ უნდა იტამასჰოს ეს არის ცჰვენი სენი და ამიტომაც არის ?ჩვენი ნაკრების ტამაში და გამოსვლა ნულის ფასი ამას რატო არ ამბობტ არავინ
gigi
09:07 19-12-2013
0
წარმოიდგინეთ, ლობჯანიძე იქ საერტოდ არ სცჰირდება გუნდს და უტაასჰებელია და ნაკრებსჰი მას აქ საქარტველოსჰი სჰემცვლელი არ ყავს რა სასაცილოა მაგაზე უკეტესად ხომ აქ ვინც სულ ტამასჰობს მაგი გაანდზრევს ფეხს ხალხნო ამაზე ილაპარაკეტ იქ დებატებსჰი უაზროდ რომ ცჰამტ ერტმანეტს
kaxa
09:09 19-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული