"ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გურამ კაშიას შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
18 დეკემბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერი არნემის "ვიტესი" ქვეყნის თასის გათამაშებას მერვედფინალიდან დაემშვიდობა - "როდასთან" 1:3 წააგო.

მატჩის შემდეგ გაცოფებული იყო გუნდის თავკაცი პეტერ ბოში, რომელმაც ვერ მოითმინა და FOX Sports-ის კამერების წინ ძალიან ცუდად ილაპარაკა ქართველ კაპიტან გურამ კაშიაზე:

"გურამ კაშია ამბობს, "ვიტესს" ენერგია არ ეყოო. ნაგავი სიტუაციაა - თუკი ფეხბურთელს კვირაში სამჯერ ენერგიულად თამაში არ შეგიძლია, სხვა პროფესია უნდა მოძებნო".

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ აქ ბოშის ფრაზიდან უწმაწური სიტყვები ამოვიღეთ...

"გუნდმა საშინლად ითამაშა, დაბალ დონეზე, "როდამ" კი გამარჯვება დაიმსახურა".

მოკლედ, "ვიტესის" თავკაცმა წაგების გამო ჯოხი კაშიაზე გადატეხა. ხომ არ არის ეს დაკავშირებული გუნდიდან ქართველი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას წასვლასთან?

ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას პოზიციები მკვეთრად შეირყა გუნდში. "როდასთან" ჭანტურია სასტარტოში მხოლოდ მაიკ ჰავენაარის დისკვალიფიკაციის გამო მოხვდა.

სხვათა შორის, ჭანტურიამ პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი ხარიხას გაარტყა. ჭანტურიამ თავი მაინც გამოიჩინა - 75-ე წუთზე ვან აანჰოლტმა მისი საგოლე პასის წყალობით გაათანაბრა.

ასევე იხილეთ:
ქართველ ლეგიონერთა სათასო მარცხები: "ვიტესიც" გავარდა, "ლეგიაც", "ქაისერიც" და "ჰაიდუკიც"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წავიდეს მალე კაშია "ვიტესიდან". მოშორდეს მაქაურობას....
zurabi
14:53 19-12-2013
0
მართალია, ქართველ ფეხბურთელებს უყვართ როცა წაგებას გადაღლილობას აბრალებენ. თუ არ შეგიძლია ევროპული ფეხბურთის დონეს გაუძლო წადი მაშინ აზერბაიჯანში ან საქართველოში.
dato
15:20 19-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული