ლომაია და იაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის სარეზერვო სიმბოლურ ნაკრებში
AutoSharing Option
"აზერისპორტმა", კომპანია "ინსტატის" სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეადგინა აზერბაიჯანის ჩემპიონატის I ნაწილის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ბაქოს "ნეფთჩის" 7 ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლურ ნაკრებში აზერბაიჯანში მოთამაშე ჩვენებურები არ მოხვდნენ, თუმცა ორი მათგანი ეგრეთ წოდებულ სარეზერვო სიმბოლურ ნაკრებშია: ბაქოს "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია და ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი.