მჭედლიძემ 79-ე წუთზე ფრანკო სინორელი შეცვალა, ხოლო შეყილაძე სათადარიგო იყო.
ასპარეზობის ბოლო წუთზე ლევანს გატანა შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტური გაიმართება - 29 დეკემბერს "ემპოლი" მესამეადგილოსან "პესკარას" ესტუმრება.