არნემის "ვიტესის" ქართველთა ვარჯიში აბუ დაბიში [PHOTO]

AutoSharing Option
უცხოური კლუბებიდან ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა ყველაზე დიდ ინტერესს არნემის "ვიტესი" იწვევს. ამ გუნდში სამი ქართველი ლეგიონერი ირიცხება: გურამ კაშია (კაპიტანი), ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

"ვიტესი" 5 იანვარს ჩაფრინდა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში. პეტერ ბოშის გუნდი სეზონის განახლებისთვის ემზადება - 18 იანვარს "ვიტესი" "ზვოლეს" ესტუმრება. მანამდე "ვიტესი" 37 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "აიაქსსაც" ამდენი ქულა აქვს.

ორშაბათს გუნდმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში მოაწყო. გუნდთან ერთად არიან ახალწვეულები: ბერტრან ტრაორე და ივან ობრადოვიჩი. სამივე ქართველი მწყობრშია და ვარჯიშობს. ისინი შობას
აბუ დაბიში შეხვდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული