"სკა-ენერგიაში" ახალწვეულმა ალექსანდრე ვერულიძემ გაიტანა

AutoSharing Option
რუსული I დივიზიონის ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" ისრაელის ქალაქ ეილათში შეკრებაზე იმყოფება. გუნდმა იქ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - ქალაქ ეილათის ნაკრებთან რუსებმა 5:0 მოიგეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მე-5 გოლის ავტორი ალექსანდრე ვერულიძეა.

შეგახსენებთ, რომ მსაჯ ლაშა ვერულიძის ვაჟი გუნდის ახალწვეულია, ისევე, როგორც გორის "დილას" ფეხბურთელი კახა ალადაშვილი. ამ შეხვედრაში ალადაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. არ უთამაშია არც გიორგი ნავალოვსკის, ხოლო გოგიტა გოგუა გუნდთან ერთად არ არის პერსონალური მიზეზის გამო.

ვერულიძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა, თუმცა თავის გამოჩენა მაინც მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც აკოო წარმატებებიიიი
sandro gamyrelidze
12:42 16-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული