ალექსანდრე იაშვილი: "ინტერის" 100%-ით მჯერა

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერი", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, ჩემპიონატის განახლების წინ თურქეთში ემზადება.

მოგეხსენებათ, კლუბში გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე თამაშობენ.

პირველ შეხვედრაში "ინტერმა" იოლად დაამარცხა სუსტი ჰოლანდიური კლუბი (8:0). მაშინ უმცროსმა ცხადაძემ პოკერი შეასრულა. გერმანულ "ჰოლშტეინთან" მატჩის წინ აზერბაიჯანულ მედიას კომენტარი ალექსანდრე იაშვილმა მისცა.

"ანტალიაში ჩვენი მზადება დიდებულად მიმდინარეობს. ბიჭები ინდომებენ და შრომობენ. მოსამზადებელ ეტაპს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც მოემზადები, ისე ითამაშებ. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს შეკრებას და მიხარია, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

შეკრებაზე ძირითადი
ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა. უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი პირველ წრესთან შედარებით და ნაკლები შეცდომა დავუშვათ.

რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას - ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მწვრთნელს ჰკითხეთ. მე კონცენტრირებული ვარ ორ რამეზე: კარგად შევასრულო ჩემი საქმე და დავეხმარო გუნდს.

"ინტერის" მიზანი ამ სეზონში სამეულში შესვლაა. ამის გაკეთება კი ნამდვილად შეგვიძლია, 100%-ით მჯერა გუნდის"
, - განაცხადა ვეტერანმა ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული