გამოცემის თანახმად, "ბოლონია", რომელიც ჩემპიონატში 16 ქულით მე-18 ადგილზეა, შეტევის გაძლიერებას აპირებს. ამ მიზნით გუნდს 30 წლის პარაგვაელი ფორვარდი ნელსონ ვალდესი მიჰყავს (ბოლო კლუბი "ალ ჯაზირა"). ვალდესი "ვერდერში", "დორტმუნდსა" და "ვალენსიაში" თამაშით გემახსოვრებათ.
"ბოლონია მალე დაიმატებს "ვერდერის" და "დორტმუნდის" ყოფილ ფორვარდს, რომელმაც გაერთიანებულ საემიროებში "გამოიზამთრა". კლუბს ასევე მოსწონს "ვიტესის" ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია. ის 20 წლისაა", - წერს "გაძეტა".
"ბოლონიას"
"ტუტო მერკატოსთან" საუბარში ამ ინფორმაციას ადასტურებს ფიფას იტალიელი აგენტი კლაუდიო კავალიერი, რომელიც ჭანტურიას საქმეებს კურირებს.
შეგახსენებთ, რომ ადრე საუბარი იყო "ჯენოას" ვარიანტზეც. კავალიერის თქმით, ჭანტურიას "ბოლონია", სავარაუდოდ, მილიონ ევროდ შეიძენს.
ასევე იხილეთ:
ჭანტურიას აგენტი: გიორგის იტალიურ ტრანსფერზე ვმუშაობ